გაკვთილის გეგმა

საგანი     მათემატიკა
კლასი   მეოთხე
დრო: 1 გაკვეთილი (45 წთ)
გაკვეთილის ძირითადი მიზანი:   მოსაწავლეებმა ისწავლონ მრავალკუთხედის, კერძოდ, სამკუთხედის, ოთხკუთხედის პერიმეტრის გამოთვლა და შედეგის შესაფერის ერთეულში დაფიქსირება.
დამოკიდებულება :  მრავალკუთხედის პერიმეტრის  გამოყენება მათემატიკურ ამოცანებსა და საყოფაცხოვრებო სიტუაციებში.
ცოდნა: მრავლკუთხედის თვისებები. პერიმეტრი, მისი ასოითი გამოსახულება.

უნარები: სიგრძის ერთეულების გამოყენება, მანძილის გაზომვა, პერიმეტრის გამოთვლის სტრატეგიები, მისი პრაქტიკაში გამოყენება.

ეროვნული სასწავლო გეგმა: IV.10. მოსწავლეს შეუძლია საგანთა და ფიგურათა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების პოვნა.
  • ახდენს ორ ობიექტს შორის მანძილის შეფასებას შესაბამის სტანდარტულ ერთეულში, ზომავს მას და ამოწმებს თავის ვარაუდს;
  • ზომავს და ითვლის ტეხილის სიგრძეს, მრავალკუთედის პერიმეტრს და აფიქსირებს შედეგს შესფერის სტანდარტულ ერთეულში;
  • რეალური ვითარების შესაბამისი სქემატური გამოსახულების მიხედვით პოულობს ორ ობიექტს შორის უმოკლეს მანძილს.
საჭირო წინა ცოდნა და უნარ–ჩვევები:  მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების გრაფიკული გამოსახულების აგება. იცნობს მრავალკუთხედის თვისებებს. სიგრძის საზომი ერთეულების გამოყენება დაერთმანეთთან დაკავშირება. შეუძლია ალგებრული გამოსახულების შედგენა და გამოყენება მარტივი ამოცანის ამოხსნისას.
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმა:  არაჰომოგენური ჯგუფები.
სასწავლო მასალა:  , პლაკატი ინტერაქტიული გამოკითხვისთვის, სტიკერები,   პლაკატები ფიგურების გამოსახულებებით, ფიგურები, ჯგუფურ დავალებათა ბარათები, ინდ, ბარათები


I ეტაპი:
ა)მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს ბარათებს, სთხოვს ჩახაზონ შესაბამისი ფიგურა და სვამს შეკითვას:
რა ვიცით ფიგურის შესახებ?
Iჯგ.
სამკუთხედი
I Iჯგ.
   კვადრატი
I I Iჯგ.
          მართკუთხედი
მოსწავლეები  დახაზევენ და დაასახელებენ შესაბამისი ფიგურის თვისებებს, მაგალითად მეორე ჯგუფი:  აქვს ოთხი კუთხე და ოთხი გვერდი, მისი ყველა გვერდი ტოლია. წესიერი მრავალკუთხედია.                                                                                                                  5 წთ
ბ)ინტერაქტიური გამოკითხვა
მასწავლებელს  მომზადებული აქვს ფორმატი ინტერაქტ. გამოკითხვისთვის(ქვემოთ მოცემულია ნიმუში) მოსწავლეებს ურიგებს სტიკერებს სადაც  ისინი ინდ. აფიქსირებენ მათთვის მისაღებ პასუხს. მასწ–ი წამოკირიფავს სტიკერებს და აკრავს შესბამის გრაფაში.                   5წთ
,, სად გამოვიყენებთ მრავალკუთხედების თვისებების ცოდნას?
მხოლოდ მათემატიკის გაკვეთილზე
*       
*       
*       
*       



*       
მხოლოდ საშინაო დავალების შესრულებისას
*       
*       






ყოველდღიურ ცხოვრებაში
*       
*       
*       
*       
*       
*       


მოსაწავლეები დააკვირდებიან  ინტერაქტივის შედეგებს. მასწავლებელი ეტყვის , რომ გაკვეთილის ბოლოს  კვლავ დაუბრუნდებიან   ინტერაქტივს და ნახავენ, ხომ არ მოხდება მისი გადაფასება.
მანამდე კი განიხილავენ საშინაო დვალებას.
საშინაო დავალების განხილვა:
დავალება 1.   გამოსახე შესაბამის ერთეულში:
2მ= ….სმ          150სმ=…მ…სმ           5 დმ=….სმ
19მ=….სმ         200სმ=…მ                   13დმ=…სმ
დავალება 2. ა)დახაზე მართკუთხედი, რომლის გვერდებია:4 სმ და 7სმ.
                        ბ)დახაზე კვადრატი, რომლის გვერდის სიგრძეა 1 დმ.
                        გ)  დახაზე სამკუთხედი, ისე რომ მისი გვერდების სიგრძე არ იყოს ტოლი.
დავალება 3.  გამოთვალე:   291 135+ 24 011+ 7 890           36:4 :3=              54:6:9=
                                                  100 000– 346 871                     40: 10:2=             72:9:1=
საშინაო დავალება განიხილება დაწვრილებით.შეცდომებზე მახვილდება ყურადღება, იწერება დაფაზე.
                                                                                                                                                      5წთ
I I ეტაპი:
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს წარმოიდგინონ, რომ მათ მისცეს მართკუთხედის ფორმის ნაკვეთი, რომლის სიგრძეც 40 მეტრია, ხოლო სიგანე  30 მეტრი და ჩახაზონ მოდელი რვეულში. ამის შემდეგ კი გამოთვალონ რას სიგრძის მავთული დასჭირდებათ ნაკვეთის შემოსაღობად. განმარტონ, როგორ გამოთვალეს.
შემდეგ სთხოვს  წარმოიდგინონ კვადრატის ფორმის ეზო , რომლის სიგრძეც 10მეტრია და გააკეთონ რვეულებში შესაბამისი ნახაზი.განმარტონ როგორ გამოთვალეს.                 10წთ
მასწავლებელი აუხსნის მოსწავლეებს, რომ მრავალკუთხედის გვერდების სიგრძეთა ჯამს პერიმეტრი ჰქვია და გამოისახება ლათინური ასოთი.  აჩვენებს თვალსაჩინოდ.
აჩვენებს პლაკატზე გამოსახულ მრავალკუთხედებს (შესაბამისი ზომებით) და სთხოვს გამოთვალონ პერიმეტრი. დაფაზე  და რვეულში ასრულებენ გამოთვლებს, აკეთებენ შესაბამის ჩანაწერს.                                                                                                                                   5წთ
I I I ეტაპი:
ჯგუფებს ეძლევათ ბარათები დავალებებით. ( ორი ვარიანტი)
I ვარიანტი
როდის არ დაგვჭირდება პერიმეტრის გამოთვლა?
ა)როცა უნდა შევიძინო მავთული ბაღის შემოსაღობად;
ბ)როცა უნდა შევიძინო მასალა სურათის ჩარჩოს დასამზადებლად;
გ)როცა უნდა შევიძინო თოკი ძელიდან ძელზე გასაბმელად;
დ) როცა უნდა შევიძინო არშია თავშალზე შემოსავლებად.


II ვარიანტი
როდის დაგვჭირდება პერიმეტრის გამოთვლა?

ა) როცა უნდა გავზომო მანძილი სკოლიდან სახლამდე;
ბ) როცა უნდა გავიგო ოთახის სიმაღლე;
გ) როცა უნდა შემოვღობო სპორტული მოედანი;
დ)როცა უნდა გავიგო მდინარის სიღრმე.


მოხდება განხილვა– მსჯელობა.                                                                                      5წთ
დამოუკიდებელი სამუშაო:                                                                                             5წთ
დავალება: დახაზონ მართკუთხედი, რომლის პერიმეტრიც იქნება 16 სმ.
თუ ზოგიერთი მოსწავლე  სხვებზე ადრე დაამთავრებს დავალებას, მასწავლებლისგან  მიიღებს ინდ. ბარათებზე მომზადებულ დამატებით დავალებებს:
  1. კვადრატის პერიმეტრი  24 სმ–ია, დახაზე იგივე პრიმეტრის მქონე მართკუთხედი.
  1. სამკუთხედის ერთი გვერდი 4 დმ–ია, მეორე 2–ჯერ მეტი, ხოლო მესამე 4სმ–ით მეტი, ვიდრე მეორე. გამოთვალე სამკუთხედის პერიმეტრი და დახაზე იგივე პერიმეტრის მქონე კვადრატი.
მასწავლებელი ამოწმებს თითოეული მოსწავლის დ.ს–ს, აფასებს მოკლე წერილობით კომენტარით.
მოსაწავლეები ინიშნავენ საშინაო დავალებას.
გაკვეთილის დასასრულს ხდება გაკვეთილის შეჯამება.
გამოადგებათ, თუ არა შესწავლილი საკითხი რეალურ ვითარებაში. სცდება , თუ არა მისი მნიშვნელობა საგაკვეთილო პროცესს?
კიდევ ერთხელ უბრუნდებიან ინტერაქტივს და აფიქსირებენ ახალ პოზიციას.                    5წთ
შეფასება: ზეპირი განმავითარებელი კომენტარი ( ჯგუფურ სამუშაოებში)
წერილობითი კომენტარი (დამოუკიდებელ სამუშაოში)

ფხვენისის საჯარო სკოლის მასწავლებელი: ანა სანიკიძე

2013წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий